კონფლიქტი სარწყავი არხისთვის მკვლელობით დასრულდა – ტრაგედია სურამში

სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სურამში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შუახნის მამაკაცი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია imedi.

პროკურატურამ თემქაზე 20 წლის გოგონას საშინელი მკვლელობის დეტალები გაასაჯაროვა

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა სარწყავი სისტემის გამო წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საჭირო სამძებრო სამუშაოები დამნაშავის დასაკავებლად.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა"), რაც ითვალისწინებს შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.