ცნობილი გახდა ერევანი–ბათუმის მატარებლის მოძრაობის დაწყების თარიღი

ყოველდღიური სარკინიგზო რეისი ერევანი-ბათუმი-ერევანი ზაფხულის ტურისტული სეზონის დასაწყისისთვის ამუშავდება.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ელექტრომატარებელი ერევნიდან თბილისისა და შემდეგ ბათუმის მიმართულებით კურსირებას 15 ივნისიდან დაიწყებს, აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ჩქაროსნული საფირმო მატარებელი ერევანი-თბილისი-ბათუმის მარშრუტით მთელი ზაფხულის განმავლობაში იმოძრავებს.

საქართველოში ტურიზმის ზრდა 27 პროცენტია

განრიგის თანახმად, მატარებელი ერევნიდან გამოვა 15:30 საათზე, ხოლო ბათუმში იქნება 07:10 საათზე. ბათუმიდან მატარებელი გავა 15:40 საათზე და ერევანში იქნება 07:25 საათზე.

ამ მარშრუტზე სიახლეც იქნება. კერძოდ, სადგურების რიცხვს, სადაც მატარებელი გაჩერდება, ემატება სადგური სამტრედია.

მატარებლით მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიის შესაბამისად განისაზღვრება.

მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში ასევე გათვალისწინებულია შემადგენლობაზე ვაგონების დამატება, აღნიშნავენ საქართველოს რკინიგზაში.