საქართველოში ეკოლოგიური ფონი გაუმჯობესდება

საქართველოს ხელისუფლება გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას სერიოზულად მიხედავს.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში ეკოლოგიური ფონის გასაუმჯობესებლად 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კომპანიამ Rich Metal Group (RMG) დაიწყო გარემოს დაცვის პროექტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა.

ჰაერის დაბინძურება თბილისში: პარლამენტი ახალ ინიციატივებს ამზადებს

„2017 წლიდან დაწყებული გვაქვს გარემოს დაცვის პროგრამა, რომელიც 3 წლის განმავლობაში გვაქვს განსახორციელებელი, ძალიან მოკლე დრო მოგვცა სახელმწიფომ ამისთვის და ჩვენ ეს შედეგი უნდა დავდოთ", — განაცხადა კომპანიის დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

RMG დიდი საწარმოა საქართველოსა და ამიერკავკასიაში, რომელიც სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში საქმიანობს. 2011-2014 წლებში კომპანიამ საქართველოში განახორციელა 300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის გარემოზე ზრუნვა.

კომპანიაში 2012 წელს ჩამოყალიბდა ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ახალი სტრუქტურა, რის შემდეგაც გარემოს დაცვის ახალი პოლიტიკა შემუშავდა.