თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რუსეთის ქალაქ ანაპადან გამოიპარა სელაპი სახელად მიშა, რომელიც მეთევზეებმა და მყვინთავებმა ფოთში იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ჯინ ჯინგი — მადლიერი პინგვინი, რომელიც ადამიანურობის მაგალითს იძლევა >>
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, არჩილ გუჩმანიძის თქმით, შავ ზღვაში მხოლოდ ერთი სახეობის — სელაპი-ბერი ბინადრობს. ფოთში ნანახი სელაპი კი სხვა სახეობისაა.
„სელაპი მიშა (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქედანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ,” – წერს არჩილ გუჩმანიძე Facebook-ზე.
უახლოეს დღეებში გაპარულ სელაპს შეისწავლიან.
ბოლოს სელაპი შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში მეცნიერებმა 1936 წელს დააფიქსირეს.