თბილისი, 28 მაისი — Sputnik. გოგონა მეორე სართული აივნიდან სელფის გადაღებისას გადავარდა, იუწყება პირველი არხი.
შემთხვევა ახალციხეში მოხდა (სამცხე-ჯავახეთი). სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 20 წლის გოგონა მრავლობითი მოტეხილობებით ადგილობრივ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თუმცა მალევე ის თბილისში მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში (ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა) გადაიყვანეს. მას წარმატებით გაუკეთდა ორი ოპერაცია და ამჟამად პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაშია.
ოჯახის წევრის ინფორმაციით, გოგონა მეგობართან ერთად სელფის გადაღებას ცდილობდა და მეორე სართულის აივნიდან გადავარდა.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანების განზრახ მიყენება), რაც ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.