თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ბათუმში 30 წლის ქალი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოხდა. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ქალი ლიფტში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავდასხმა გაძარცვის მიზნით მოხდა.
ინციდენტის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
„ქალს რამდენიმე ჭრილობა სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული. ჩვენმა ბრიგადამ იგი კლინიკა „ბაოში” გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით, საავადმყოფომდე დაჭრილი კონტაქტური იყო”, — განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.