თელავში მამაკაცს ყელი გამოჭრეს

პაპუნაშვილი რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, მათ შორის თანასოფლელის მკვლელობისთვის.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 63 წლის ალექსანდრე პაპუნაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გარდაცვლილი მამაკაცი ახლობლებმა შაბათს იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მას ბასრი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

პაპუნაშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა, იგი რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, მათ შორის თანასოფლელის მკვლელობისთვის. ერთი-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მომხდარი 20 წლის წინ მის მიერ ჩადენილი მკვლელობისათვის შურისძიებას უკავშირდებოდეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული, გარდაცვლილის თანასოფლელი 44 წლის  ბ.გ.  სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.