თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ზუგდიდში TBC PAY-ის ინკასატორი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).
არსებული ინფორმაციით, უცხო პიროვნება ინკასატორს მანქანაში ჩაუჯდა და იარაღის მუქარით, ჩარიცხვის აპარატებიდან ამოღებული თანხა წაართვა, შემდეგ კი ჯიხაშკარის ტყეში აიყვანა და ხელ-ფეხ შეკრული დატოვა.
ინკასატორმა პოლიციასთან დაკავშირება მომხდარიდან დაახლოებით ორ საათში შეძლო. ის ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, წაღებული თანხა დაახლოებით 120 ათას ლარს შეადგენს.
როგოც შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურში „Sputnik საქართველოს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით („ყაჩაღობა“) მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.