ქუთაისში საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადავარდა

შუახნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, თუმცა ეს ფაქტი მედპერსონალმა მომხდარიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინა.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გადავარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რუსთავში მეხუთე სართულიდან 11 წლის ბავშვი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, თუმცა ეს ფაქტი მედპერსონალმა მომხდარიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინა. 

შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. საავადმყოფოს ადმინისტრაცია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. 

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული მარტვილიდან არის. 

ფაქტზე გამოძიება საქართველოს  სსკ-ის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.