პირდაპირი ჩართვა: ვაკის პარკში „ბაქსვუდელმა" მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს

Sputnik

აქციაზე, რომლის მიზანი რვა წლის ბექა ფიფიასათვის სამკურნალო თანხის შეგროვება იყო, მისმა მეგობრებმა და თანაკლასელებმა გასაყიდად საკუთარი ხელნაკეთი ნივთები და წიგნები გამოიტანეს

ბექა ფიფია საერთაშორისო სკოლა ბაქსვუდი — თბილისის მეორე კლასის მოსწავლეა. ერთი თვის წინ ბექას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადების მკურნალობა 350 ათასი დოლარი ჯდება. ბექას და-ძმამ, კლასელებმა და მეგობრებმა გადაწყვიტეს თავადაც დაეხმარონ უფროსებს ბექას სამკურნალო თანხის შეგროვებაში.