ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე „როლან გაროსის" პირველ რაუნდში

ქართველი ჩოგბურთელი გასულ წელს ტურნირის მესამე წრემდე მივიდა, რომელშიც მომავალ გამარჯვებულთან წააგო.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს მამაკაცთა საჩოგბურთო ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (65) „დიდი სლემის" სერიიდან „როლან გაროსის" ტურნირის პირველ რაუნდში ფრანგ ჟილ სიმონს (75) შეხვდება. ტურნირი პარიზის კორტებზე 27 მაისს დაიწყება.

გასულ წელს „როლან გაროსის" ტურნირზე ბასილაშვილი მესამე წრემდე გავიდა, სადაც ის ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

„ნადალი-ბასილაშვილი: მასტერ-კლასი „როლან გაროსზე“>>

ამჟამინდელი „როლან გაროსის" ძირითად ბადეში მონაწილეობა ბასილაშვილს 10 სარეიტინგო ქულას და საპრიზო 40 ათას ევროს მოუტანს.

პარიზის ტურნირი 10 ივნისამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდია 18 მილიონი ევრო. გამარჯვებული 2 200 ათას ევროს მიიღებს.