ვეტერანი ფეხბურთელი: გუნდები საკმარისად არ ვარჯიშობენ

ქართველი ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების დონე არადამაკმაყოფილებელია, მიაჩნია „ლანჩხუთის გურიის “ ვეტერან ფეხბურთელს, გია გილიგაშვილს.
Sputnik

„გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში ჩვენ გაცილებით მეტი დატვირთვა გვქონდა,  ვიდრე დღეს აქვთ გუნდებს. მე საშუალება მქონდა ქართველი ფეხბურთელების  მომზადება მენახა და ის ჩემი გადასასახედიდან  აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია“- აღნიშნა გია გილიგაშვილმა საერთაშორისო პრეს-ცენტრში.

მრგვალი მაგიდა თემაზე „ქართული ფეხბურთის მომავალი“ ფეხბურთის ვეტერანების მონაწილეობით  „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.