თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სანტარიული ნორმების დარღვევის გამო ბუფეტები დაიკეტა თბილისის ხუთ და იმერეთის ერთ სკოლაში, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა უკვე დააჯარიმეს მეწარმეები, რომლებიც სასკოლო ბუფეტებს განაგებდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ამ სკოლების ბუფეტებში არ რეცხავდნენსამზარეულო ჭურჭელსა და მოწყობილობებს. ჭერიდან იყრებოდა მტვერი, ხოლო სამზარეულოში არ იყო ცხელი წყალი. საცხობის ზედაპირი კი დაჟანგული იყო.
ამას გარდა, საკვების მომზადებისა და პროდუქტების დამუშავების ადგილებში აღმოაჩინეს მწერები. მწერები და სვხა მავნებლები აღმოაჩინეს ასევე პროდუქტების შესანახ ნაგებობებში.
2017 წელს ანტისანიტარიის გამო თბილისში დაკეტეს ოთხი, ხოლო რეგიონებში — სამი ბუფეტი.