საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თანამედროვე ხელოვნება გაალამაზებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მცხოვრებლებსა და სტუმრებს მრავალფეროვანი ღონისძიებები ელოდებათ
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ტრადიციული ფესტივალი Fest I Nova 2018 კასპში „არტ ვილა გარიყულას" მულტიმედიურ ცენტრში 26 მაისს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ფესტივალი, რომელიც წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, სტუმრების დიდ ნაკადს ელოდება. ღონისძიებების ნაწილი ახალქალაქში — ახალქალაქის ბაზარში გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა:

12:00 – ძველმანების ბაზარი (ახალქალაქი);

14:00 – საზეიმო მსვლელობა ბაზრიდან ახალქალაქის გალავანთან;

15:30 – ფესტივალის ოფიციალური გახსნა, ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, ქვემეხის გასროლა ქალაქის გალავანთან (ახალქალაქი);

ლაგოდეხში ფერების ფესტივალი გაიმართება

16:00 – ფრანების გაშვება (Art Villa Garikula);

18:00 – ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის ლექცია 1918-21 წლების საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ (Art Villa Garikula);

18:00 – თემატური გამოფენა „გარიყული თავისუფლება" (ნათელა გრიგალაშვილისა და გურამ წიბახაშვილის ფოტოები);

19:00 – ფუტურისტული კოქტეილების და კოქტეილების წიგნის პრეზენტაცია (Art Villa Garikula);

19:30 – 22:00 – მუსიკალური საღამო: შემსრულებელი ანუშკა ჩხეიძე, ვიზუალი —დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები (Art Villa Garikula).

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova პოლონური წარმოშობის ქართველ მხატვრებს, ძმებ ილია და კირილ ზდანევიჩებს ეძღვნება და 2009 წლიდან იმართება.

„არტ ვილა გარიყულა" კასპის რაონში მდებარეობს. სოფელ გარიყულაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრი მხატვარმა ყარამან ქუთათელაძემ დააარსა.