ხანძარი სამეგრელოში: მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდება

ცეცხლისა და წყლისგან ბინა დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისია
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ხანძარმა სოფელ ჩიტაწყაროში (სამეგრელო-ზემო სვანეთი) გაანდაგურა ბინა საერთო საცხოვრებლის შენობაში, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თბილისში ხანძარს 65 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარი საერთო საცხოვრებლის მეოთხე სართულზე გაჩნდა. მცხოვრებლების ევაკუაცია დროულად მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შენობის მცხოვრებლები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ელოდებიან, რადგან სახლი გვარიანად დაზიანდა როგორც ცეცხლის, ისე წყლისგან ჩაქრობის დროს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.