ანდრეი სტენინის კონკურსის საუკეთესო ფოტოები

Sputnik

ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო ფოტოკონკურსმა ფინალისტები დაასახელა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში საუკეთესო სურათები, რომლებიც ჟიურიმ კონკურსზე წარდგენილი ათასობით ნამუშევრიდან შეარჩია

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსმა 2018 წლის ლაურეატების შორტ-ლისტი გამოაქვეყნა. კონკურსის ჟიურიმ ექვსი ათასი ნაშრომიდან 14 საუკეთესო ფოტო შეარჩია. ჟიურის შემადგენლობაში არიან წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები — AFP (საფრანგეთი), Anadolu Ajansi (თურქეთი), Notimex (მექსიკა), ასევე ცნობილი ფოტოგრაფები და ფოტორედაქტორები.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი — ყოველწლიური კონკურსი 18-დან 33 წლამდე ახალგაზრდა ფოტორეპორტიორებისათვის. ეს რუსეთში ერთადერთი პროექტია, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს.

2017 წელს კონკურმა 5000 ნამუშევარი შეკრიბა და საკუთარი გეოგრაფია გააფართოვა, გაზარდა მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 76-მდე. კონკურსის გამარჯვებულთა ფოტონამუშევრები გამოიფინა მოსკოვში, სტამბულში, კეიპტაუნში, შანხაიში, პეკინში, კაიროში, ბერლინში, რომსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. 2018 წელს ფოტოკონკურსში მონაწილეობა მიიღეს 77 ქვეყნის წარმომადგენლებმა.

1 / 11
ფოტოგრაფი სებნემ კოსკუნის ფოტო "საუზმე შესვენებაზე"
2 / 11
ლუის ტატოს ფოტო "არეულობა კენიაში არჩევნების შემდეგ"
3 / 11
ფიოდორ ტელკოვის ფოტო "ურალელი მარიელები"
4 / 11
ლუის ტატოს ფოტო "კრივის სკოლა გოგონებისათვის კენიაში"
5 / 11
ფოტოგრაფი მარია პლოტნიკოვას ნამუშევარი "ქუჩის ფეხბურთი"
6 / 11
ანას კამალის ფოტო "თეთრი მთა"
7 / 11
ფოტოგრაფი შივა ჰადემის სურათი "ტყუპები"
8 / 11
მაშრუკ ახმეტის ფოტო "თავშესაფარში ნებისმიერ ფასად"
9 / 11
ალეკსეი ფილიპოვის ფოტო "გავარვარებული ქვიშა"
10 / 11
სერგეი გაპონის ნამუშევარი "ნაწნავი"
11 / 11
მარია პლოტნიკოვას ფოტო "წითელი ძროხა"