საქართველოს წარმომადგენლები სანქტ-პეტერბურგში ფორუმში მონაწილეობდნენ

სანქტ-პეტერბურგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფორუმზე 70-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ახალგაზრდული ფორუმი „რუსკოიე ზარუბეჟიე“ დასრულდა სანქტ-პეტერბურგში, მასში მონაწილეობა მიიღეს 43 ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის საქართველოდან ორი ადამიანი იყო.

რიგით მე-11 პეტერბურგის ახალგაზრდული ფორუმი 16 მაისს დაიწყო და 22 მაისს დასრულდა. ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის 73 დელეგატი შეიკრიბა, მათ შორის კანადიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან.

სანქტ-პეტერბურგში საგზაო ნიშნებზე საქართველოს სიყვარულში უტყდებიან

ყოველწლიურად ფორუმი სამი პარალელური სექციის ფორმატში მიმდინარეობს — „ეკონომიკა“, „ხელოვნებათმცოდნეობა“ და „მედია“. თემატური ლექციების, მასტერ-კლასების, პრაქტიკული მეცადინეობების გარდა, ფორუმის მონაწილეებისათვის გაიმართა ექსკურსიები ქალაქში, თეატრის და ბიბლიოთეკების სტუმრობა.

„იმედი მაქვს, რომ ფორუმზე მიღებული ახალი ცოდნა და პრაქტიკული უნარები თქვენს პიროვნულ და პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს და თქვენს საქმიანობაში უფრო კონკურენტუნარიანს გაგხდით“, — ფორუმის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა სანქტ-პეტერბურგის საგარეო კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი მარკოვმა.

Закрытие форума "Русское зарубежье" в Санкт-Петербурге

ფორუმის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და „ბლოკადნიკებს“, მოინახულეს პისკარიოვსკის მემორიალური სასაფლაო და საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ ცნობილ მოთამაშეებს გაესაუბრნენ.

ფორუმის მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. ღონისძიება ორგანიზებულია სანქტ-პეტერბურგის საგარეო კავშირების კომიტეტით რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.