მარგველაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტის ხელიდან ჯილდოები მიიღეს 23-მა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე სხვადასხვა წლებში ასპარეზობდნენ
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც სხვადასხვა წლებში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.

ორდენი სულ 23 სპორტსმენს გადაეცა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება ქართული სპორტის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა ოლიმპიურ ჩემპიონებს მათი მიღწევებისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ზეიმობს და ამ კვირაში, ამ თარიღის ფარგლებში განსაკუთრებულად აღინიშნება იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

„ეს დიდი ზეიმია თითოეული ჩვენგანისათვის და ამ ზეიმის კაშკაშა ვარსკვლავი თქვენი გამარჯვებებია. ჩვენს არ ვართ დიდი ქვეყანა, არ გვაქვს დიდი ეკონომიკა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ბრწყინავს და ბრწყინავდა ისეთი ადამიანების გამო, როგორებიც თქვენ ხართ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ქართველი სპორტსმენები, რომლებსაც პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი გადაეცათ (ფრჩხილებში მითითებულია სპორტის სახეობა და ოლიმპიადაზე გამარჯვების წელი):

ალექსანდრ ანპილოგოვი (ხელბურთი, 1976)

გიორგი ასანიძე (ძალოსნობა, 2004)

ვახტანგ ბლაგიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 1980)

Гандболист Александр Анпилогов

დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 1988)

ვლადიმერ გოგოლაძე (სპორტული ტანვარჯიში, 1988)

ზურაბ ზვიადაური (ძიუდო, 2004)

ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 1972, 1976)

ვაჟა კაჭარავა (ფრენბურთი, 1964)

გელა კეტაშვილი (ფეხბურთი, 1988)

Олимпийский чемпион в Афинах 2004 года, штангист Георгий Асанидзе

კახა კახიაშვილი (ძალოსნობა, 1992, 1996, 2000)

მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 2008)

ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა, 1980)

რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 2008)

რომან რურუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 1968)

Чемпионка мира по стрельбе Нино Салуквадзе

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, 1988)

ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა, 1968, 1972, 1976)

რობერტ შავლაყაძე (მძლეოსნობა, 1960)

ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 2012)

Советский легкоатлет Виктор Санеев с олимпийской медалью

რაფაელ ჩიმიშკიანი (ძალოსნობა, 1952)

ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო, 2008)

ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა, 1992)

შოთა ხაბარელი (ძიუდო, 1980)

დავით ხახალეიშვილი (ძიუდო, 1992)

ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა, 2016) და ლაშა ტალახაძეს (ძალოსნობა, 2016) პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი 2016 წლის ნოემბერში გადაეცათ.