ჯერ არმენ სარქისიანი, შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს სომხეთის პირველი პირები ეწვევიან

სომხეთის მთავრობის მეთაური საქართველოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 30-31 მაისს ეწვევა, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ტიგრან ბალაიანმა გამართულ პრესკონფერენციაზე, იუწყება „Sputnik სომხეთი".

საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან

ეს სომხეთის მთავრობის მეთაურის რანგში ფაშინიანის პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში.

მანამდე ფაშინიანმა, რომელიც მაისის დასაწყისში „ხავერდოვანი რევოლუციის" შედეგად ქვეყნის სათავეში მოვიდა, განაცხადა, რომ საქართველოში „რაც შეიძლება მალე" გაემგზავრება.

„რაც შეიძლება მალე" – ერევანი ფაშინიანის საქართველოში ვიზიტს ამზადებს>>>

ფაშინიანამდე საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ესტუმრება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც 26 მაისს ჩატარდება.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

გარდა ამისა, საქართველო წარმოადგენს პოპულარულ ადგილს სომეხი ტურისტებისთვის, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ასევე სატრანსპორტო დერეფანს ტვირთებისთვის, რომელიც სახმელეთო გზით სომხეთიდან რუსეთში შედის.