ინდონეზიაში ვულკანმა 3,5 ათას მეტრ სიმაღლეზე ფერფლი ამოაფრქვია

ამჟამად ევაკუირებულია დაახლოებით 660 ადამიანი
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანმა მერაპი სამშაბათ დილით ფერფლი 3,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე ამოაფრქვია, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „სინხუაზე" დაყრდნობით.

ჰავაის ვულკანი კატასტროფულ მასშტაბებს იძენს: მოსალოდნელია კიდევ 12 ვულკანის ამოფრქვევა

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვულკანმა მერაპიმ 11 მაისს ფერფლი 5,5 კილომეტრ სიმაღლეზე ამოაფრქვია.

ორშაბათიდან მოყოლებული ვულკანის ოთხი ამოფრქვევა დაფიქსირდა.

როგორც ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, ადამიანების ევაკუაცია გასული ღამიდან დაიწყო და მათი რაოდენობა იზრდება. ამჟამად ევაკუირებულთა რაოდენობა 660-ია.

მერაპი ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც კუნძულ იავაზე მდებარეობს.