გასაღების ბაზრების გეოგრაფია იზრდება: ვინ ყიდულობს ქართულ პროდუქციას

ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ნატურალური ღვინო - საქართველოს ექსპორტის ძირითადი პროდუქციაა.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოდან ექსპორტი 2018 წლის იანვარ-აპრილში 22%-ით გაიზარდა 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 961,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

2018 წლის დასაწყისიდან ასევე გაიზარდა იმპორტიც – წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში შემოიტანეს დაახლოებით 2,8 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე 22,2%-ით მეტია.

რა განიხილეს ამერიკელმა იმპორტიორებმა ქართულ მხარესთან

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარ–აპრილში, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 22,1%-ით გაიზარდა და 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში შეადგინა დაახლოებით 1,9 მლნ დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 49,2%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა.

იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 37,5%-ით, ფეროშენადნობების – 4%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 90%-ით, სპირტიანი სასმელების — 23,4%-ით, მინერალური წყლების – 10,1%–ით, მინერალური ან ქიმიური სასუქების — 43,6%-ით და სხვ.

საქართველოსა და ისრაელს თავისუფალი ვაჭრობა სურთ

ამავე დროს, 16,2%-ით შემცირდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტი და 3%-ით — სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების.

რას ყიდულობს საქართველო

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვა.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2018 წლის ოთხ თვეში გაიზარდა 7,4%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 39,5%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 10%-ით, გამომთვლელი მანქანების — 159,5%-ით, სატელეფონო აპარატების — 13,1%-ით, ხორბლის – 45,3%-ით.

ამავე დროს შემცირდა სამკურნალო საშუალებების იმპორტი 14%-ით, ნავთობის გაზისა და აირადი ნახშირწყალბადების — 4,3%-ით.

ღვინის ნაკადი - საით მიედინება ქართული ღვინო

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2018 წლის დასაწყისიდან რჩებიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი — წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნებთან ბრუნვამ დაახლოებით 1,333 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,2%-ზე მეტს შეადგენს.

საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2018 წლის პირველ ოთხ თვეში დაახლოებით 548 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,5%-ია; სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში, გასული წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.

საგარეო ბრუნვამ რუსეთთან 2018 წლის იანვარ-აპრილში დაახლოებით 422 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,2%-ია, ზრდა – 23,5%.

აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 363,3 მლნ დოლარზე მეტი, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 9,6%-ია, ზრდა – 33,2%.

რას ყიდულობს და რა გააქვს საქართველოდან შვეიცარიას

საქართველო ასევე ვაჭრობს ჩინეთთან (261 მლნ დოლარი), სომხეთთან (177 მლნ დოლარი), უკრაინასთან (195,1 მლნ), აშშ-თან (154 მლნ), გერმანიასთან (150 მლნ), საფრანგეთთან (124,3 მლნ), ბულგარეთთან (127 მლნ).

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2018 წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 25,7%-ით მეტია. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 28,3%-ია.

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

საქართველოს ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის პირველ ოთხ თვეში 1,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 28,6%-ით მეტია. დსთ-ის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 34,9%-ია.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უფრო ადრე აღნიშნეს, ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე გარე დადებითი ფაქტორები.