ბერძნული პოლიციის კომენტარი საქართველოს მოქალაქეების დაკავებების შესახებ

ბერძნული პრესა ქართველ კანონიერ ქურდ ლაშა შუშანაშვილს „ევროპის ესკობარს“ უწოდებს
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საბერძნეთის პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, რომელიც ატიკის სხვადასხვა რაიონში ძარცვებით იყო დაკავებული, იუწყება РИА Новости პოლიციის ოფიციალურ წარმომადგენელ იოანა როტზიოკუზე დაყრდნობით.

ორშაბათს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ საბერძნეთის პოლიციამ ათენში ორშაბათს დააკავა საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ატიკის პროვინციაში 100-მდე დანაშაულში ედებათ ბრალი.

საფრანგეთში ცნობილი ქართველი რეპერი კაბუ დააკავეს

 „ვამხილეთ ერთ-ერთი უმსხვილესი დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც ატიკის სხვადასხვა რაიონში სისტემატურად ახორციელებდა ძარცვებს“, — განაცხადა როტზიოკუმ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დაკავებულია 21 ადამიანი — დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, რომელიც ატიკის სხვადასხვა რაიონში ძარცვებით იყო დაკავებული. დაკავებულთა შორის საქართველოს 18 მოქალაქეა, საბერძნეთის, ერაყის და ბულგარეთის მოქალაქე.

ეს დანაშაულებრივი ქსელი იმით გამოირჩეოდა, რომ შედგებოდა ოთხი ცალკეული ორგანიზაციისგან, რომელის საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ან ერთად მოქმედებდა, აღნიშნა პოლიციის წარმომადგენელმა.

დაკავებულთა ასაკი 24-დან 64 წლამდე მერყეობს.

იტალიის პოლიციამ ქუთაისელების დანაშაულებრივი კლანის 28 წევრი დააკავა – ვიდეოკადრები

აპრილში საფრანგეთსა და საბერძნეთში სპეცოპერაცია Caucase Normandie-ს ფარგლებში  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ჟანდარმერიისა  და საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 40 კანონიერი ქურდი და კრიმინალური დაჯგუფების წევრი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

საფრანგეთში სპეცოპერაციისას დააკავეს „კაბუ“, 44 წლის ქართველი რეპერი კახა აბუაშვილი, ხოლო საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი — მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“, რომელსაც ბერძნული პრესა „ევროპის ესკობარს“ უწოდებს.