ფეხბურთის ჩინოვნიკები აშშ-დან, კანადიდან და მექსიკიდან საქართველოში არიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი გააცნეს
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. აშშ-ს, კანადისა და მექსიკის ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლები თბილისს ესტუმრნენ ოფიციალური ვიზიტით, რომლის ფარგლებში შეხვდნენ სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

შეხვედრაზე სტუმრებმა დეტალურად გააცნეს ქართულ მხარეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთობლივ ჩატარებაზე საკუთარი განაცხადი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების მომხრეა

კობიაშვილის გარდა, შეხვედრას ესწრებოდა სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და სფფ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.

ამ მომენტისათვის 2026 წლის „მუნდიალის“ ჩატარებაზე ორი პრეტენდენტი არსებობს. ეს არის მაროკო და აშშ-ს, კანადისა და მექსიკის ერთობლივი განაცხადი.

2010 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. მექსიკაში მსოფლიო პირველობა ორჯერ ჩატარდა — 1970 და 1986 წლებში, აშშ-ში ერთხელ — 1994 წელს, კანადაში მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარებულა.