საქართველოს შსს ღამის კლუბებისთვის წესებს ადგენს?

საქართველოში ღამის კლუბების მოღვაწეობის რეგულაციისთვის ამ სფეროში ევროპული გამოცდილების გამოყენება იგეგმება.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოში ღამის კლუბებისთვის შეიძლება გარკვეული რეგულაციები გაჩნდეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოში ღამის კლუბის გახსნა მარტივია. ამისთვის აუცილებელი არ არის სპეციალური ნებართვის აღება, ღამის კლუბებზე იგივე რეგულაციები ვრცელდება, როგორც სხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე.

ცნობილია, საიდან შემოდის საქართველოში ნარკოტიკი

„ჩვენ ვთვლით, რომ გვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ღამის კლუბების მოღვაწეობისთვის აუცილებელია ნებართვა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ის ზომებია, რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, მაგრამ რაღაც ღონისძიებები უნდა გატარდეს. ჩვენ ახლა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ვსწავლობთ და გარკვეული წინადადებებით წარვდგებით", — განაცხადა გახარიამ.

ღამის კლუბებისთვის გარკვეული რეგულაციების შემოღების აუცილებლობის საკითხი საქართველოს შსს-ს მიერ თბილისის ორ ცნობილ ღამის კლუბში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დადგა. შსს-მ განაცხადა, რომ სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი ნარკომოვაჭრეებსა და ღამის კლუბებს შორის შესაძლო კავშირების გამოვლენა იყო. როგორც გახარიამ აღნიშნა, გამოძიება გრძელდება ახლაც მოწმდება, იყვნენ თუ არა კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული კლუბების ხელმძღვანელები და მფლობელები. გარდა ამისა, შსს მუშაობს კლუბური ნარკოტიკის ქსელის გამოვლენაზე.