თბილისი, 21 მაისი — Sputnik. თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში წყლის მილი გასკდა და პირველი სართული დაიტბორა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ჩიქოვანის ქუჩის 9/11 ნომერში მცხოვრებლები საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებენ და კორპუსის წინ იმყოფებიან.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და GWP-ის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) თბილისის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.