დაჭრა თელავში: ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თელავში 26 წლის მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შსს-ს თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 20 მაისს, ქალაქ თელავში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით, 1992 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრილის მდგომარეობა მძიმე იყო. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.