მდინარე რიონმა გამორიყა კასრი მამაკაცის დამწვარი გვამით

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშთან მდინარე რიონმა გამორიყა კასრი, რომელშიც მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, იუწყება საზოგადოებრივ მაუწყებლის პირველი არხი. 

ქუთაისში დამ საკუთარ დას ყელი გამოჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, კასრში ნაპოვნი მამაკაცiს სხეული დამწვარი იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.