სარფში მოსახლეობა ეკლესიის სიახლოვეს მოქმედი სამორინეს დახურვას ითხოვს

მოსახლეობა აცხადებს, რომ სამორინეს არსებობა სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივებს.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სარფში ადგილობრივები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი სამორინეს დახურვას ითხოვენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სარფში მოსახლეობა კაზინოს მშენებლობის წინააღმდეგია

აქციის მონაწილეების თქმით, სამორინე საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარეობს და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

„ვითხოვთ, სამორინემ შეაჩეროს ფუნქციონირება. ირგვლივ საბავშვო ბაღი და დასახლებული პუნქტია, სამორინეს არსებობა კი სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა  მონაწილემ გიგა ფარტენაძემ.

სარფში ეკლესიის მიმდებარედ სამორინეს არსებობა თავდაპირველად სასულიერო პირებმა გააპროტესტეს, რომლებსაც შემდგომში ადგილობრივი მოსახლეობა შეუერთდა.