ზღვის სეზონი მოდის - ბანაობის სეზონი წყლის 20 გრადუსამდე გათბობის შემდეგ გაიხსნება

მიუხედავად იმისა, რომ ზღვის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, უკვე რამდენიმე დღეა, შავ ზღვაზე ცურვისა და გარუჯვის მოყვარულები უკვე გამოჩნდნენ.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საზღვაო კურორტებზე ზღვის სეზონის დაწყებას ელოდებიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

შავ ზღვაში ბანაობის სეზონი წყლის 20 გრადუსამდე გათბობის შემდეგ იხსნება.

ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, შავი ზღვის წყლის ტემპერატურა დღეის მდგომარეობით 18 გრადუსია.

ამის მიუხედავად, უკვე რამდენიმე დღეა, შავ ზღვაზე ადგილობრივების და დამსვენებლების ნაწილი ზღვაში ბანაობს და ნაპირზე ირუჯება.