ურეკში მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავებული ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  კიდევ ერთი დაშავებული  ფოთის ცენტრალურ კლინიკურ  საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება ადგილიდან  „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი.

თვითმხილველების განცხადებით, დიდი სისწრაფით მომავალი სატვირთო ჯერ ქვეითად მოსიარულეებს, შემდეგ კი მეორე სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავებული ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა ურეკში

როგორც კლინიკაში განმარტავენ, დანარჩენ ორ დაშავებულ პაციენტს ამ დროისთვის შესაბამი მკურნალობა და კვლევები უტარდება.

როგორც „Sputnik-საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს,  საქმე გადაკვალიფიცირდება და   მომხდართან  დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით დაიწყება.