ნუცუბიძის პლატოზე მე-14 სართულზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

ხანძრის შედეგად 88 წლის მამაკაცი დაშავდა
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა. 

თბილისში ხანძარს 65 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება ერთ-ერთი კორპუსის ბინიდან შევიდა. 

მეხანძრე-მაშველებმა კარი გაჭრეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი 88 წლის მამაკაცი ნახეს. მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. მისი სახლის ფანჯრიდან გამოსული კვამლი მეზობელი კორპუსიდან შენიშნეს და სახანძრო გამოიძახეს.

დამწვარია 25 კვ.მეტრი ფართი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.