ირმა ხარშილაძე: ეს კონკურსი ჩემთვის დიდი გამოწვევაა

ირმა ხარშილაძე საუბრობს გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ სოციალური ქსელით გამოცხადებულ კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“. ამბობს, რომ მასში მონაწილეობა მეგობრების დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა.
Sputnik

„ჩემი რომანის „მანძილი შენამდე“ 25 გვერდი სამ ღამეში დავწერე, შესარჩევი ტური გავიარე და ახლა ჩემი და დანარჩენი კონკურსანტების ნაწარმოები უკვე მკითხველის სამსჯავროზეა“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ირმა ხარშილაძემ.

ირმა ხარშილაძე — ჟურნალისტი, მუშაობდა საქართველოს რადიოს პირველ არხზე, 2005 წლიდან დღემდე „პალიტრა მედიის“ ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა გაზეთ „ყველა სიახლეში“, ჟურნალ „გზაში“, გაზეთ „კვირის პალიტრაში“. არის გამომცემლობა „პალიტრა L“-ის პროექტების მენეჯერი და წიგნების ავტორი–შემდგენელი.