„ჩაშვება ტეხავს": დაჭრილი ძმები პოლიციასთან არ თანამშრომლობენ

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღით 29 და 22 წლის ძმები დაჭრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა სოფელ ტყვიავში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

პროკურატურამ თემქაზე 20 წლის გოგონას საშინელი მკვლელობის დეტალები გაასაჯაროვა

გავრცელებული ინფორმაციით, ძმებსა და 27 წლის მამაკაცს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. მამაკაცმა მათ დანით ჭრილობები მიაყენა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაზარალებულებიდან ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრ „გორმედის" სტაციონარში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან საკუთარი მსუბუქი ავტომობილით მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი ცხელ კვალზე დაკავება შეძლეს. ამასთან ამოღებულია დანაშულის იარაღი — დანა.

დამნაშავე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა ძმები პოლიციასთან არ თანამშრომლობენ.

გამოძიება სსკ-ის 117-ე („ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება") და 118-ე ("ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება") მუხლებით მიმდინარეობს.