რუსთავში პატრულმა საკუთარი კოლეგა დააჯარიმა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსთავში სატვირთო და საპატრულო პოლიციის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავარია ქსანში: დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია

შემთხვევა ქუთაისის ქუჩაზე გუშინ, 15 მაისს მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა საკუთარი კოლეგა დააჯარიმა.

გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით („სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება"), რაც ითვალისწინებს 250 ლარის ოდენობით ჯარიმას.