„მოდინახეს“ ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და ამოქმედდა.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. იმერეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „მოდინახეს“ ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რომელ მიმართულებებს ირჩევენ ტურისტები საქართველოში

დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა. დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და ამოქმედდა.

საქართველოს მთავრობამ დადგენილება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცა.

„მოდინახეს“ ციხე აგებულია XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე, არაუგვიანეს 1735 წლისა თავად პაპუნა წერეთლის მიერ. ციხე-სიმაგრე შედგება კლდის ქარაფებზე აზიდული ხუთი მთავარი და ორი უფრო პატარა კოშკისგან.