ავტოავარია თბილისში – ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ღამით დიდი ავარია მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოავარიის დროს ერთმანეთს ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მასმედიის ინფორმაციით, ერთი ქალი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ღამითვე ჩატარდა.