ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ეჭვმიტანილი დაკავებულია
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ზუგდიდში 38 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ელგუჯა წურწუმია მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას თავდამსხმელმა გზა გადაუკეტა. მანქანის გაჩერების შემდეგ კი თავდამსხმელმა ის დანით მუცლის და გულ-მკერდის არეში დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილმა საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს თავად შეძლო მისვლა და დახმარება ითხოვა. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს. 

ელგუჯა წურწუმიამ სამართალდამცველებისთვის თავდამსხმელის ვინაობის დასახელება შეძლო. 

როგორ დააკავა თბილისში მაღაზიის მოლარემ მძარცველი – ვიდეოკადრები

დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდასხმა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.

ელგუჯა წურწუმია წყალკანალის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სპეციალისტია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, დაშავებულს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.