თბილისი 13 მაისი — Sputnik. სიმღერის კონკურს „ევროვიზია-2018“-ის გამარჯვებული ისრაელის მონაწილე ნეტა ბარზელაი გახდა.
ჟიურისა და მაყურებლის კენჭისყრის შედეგად ბარზელაიმ 529 ქულა დააგროვა. მან იმღერა სიმღერა Toy („სათამაშო“).
მეორე ადგილი კვიპროსს ერგო (436 ქულა), მესამე — იტალიას (308 ქულა).
წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობდა 43 ქვეყნის კონკურსანტი, მათგან ფინალში 26 გავიდა.
„ევროვიზია-2018“-ის ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ისრაელი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, კვიპროსი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი, ირლანდია, ლიტვა, სერბეთი, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია.
„ევროვიზია-2018“ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში სალვადორ სობრალის გამარჯვების წყალობით ჩატარდა. 2017 წელს კონკურსზე, რომელიც კიევში ჩატარდა, მან სიმღერა Amar pelos dois იმღერა.