პოლიციამ თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადება–გაყიდვისთვის ოთხი პირი დააკავა

დაკავებულებს ყალბი ქართული და ბერძნული პასპორტების დამზადებისთვის სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს შსს–ს თანამშრომლებმა თბილისში ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ბრალდებული არიან ყალბი დოკუმენტების – ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობებისა და საბერძნეთის მართვის მოწმობების დამზადებასა და გაყიდვაში, აღნიშნულია სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ასევე, პოლიციამ ამოიღო საქართველოს მოქალაქეების სახელზე გაცემული ყალბი პასპორტები, სხვა ყალბი დოკუმენტაცია და მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ამ დოკუმენტებს ამზადებდნენ.

„თბილისში, კახეთში, მცხეთასა და აჭარაში დოკუმენტების გაყალბებისთვის ხუთი პირი დააკავეს">>

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით, რომელიც ყალბი დოკუმენტების, ბეჭდების, შტამპების ან ბლანკების დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას ითვალისწინებს. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.