როგორ შეიცვლება გაკვეთილების ხანგრძლივობა სკოლებში

პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთით განისაზღვრა
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. 2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლებში გაკევთილების ხანგრძლივობა კლასების მიხედვით სხვადასხვა იქნება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

საჯარო სკოლაში III- XII კლსაებში გაკვეთილების ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება;

I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთით განისაზღვრა;

II კლასელ მოსწავლეებს გაკვეთილზე ყოფნა 40 წუთის განმავლო ბაში მოუწევთ.

მე–7, მე–8, მე-9 კლასის მოსწავლეებს კი გაკვეთილები დაემატათ. 

პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის 35 ათასი ადგილი კვლავ თავისუფალია

გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით;

ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს გაზარდოს მაქსიმუმ 10 წუთით.

ცვლილების თანახმად, საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 5 წუთზე ნაკლები.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღნიშნულია, რომ შესვენებებს შორის უნდა იყოს ერთი დიდი დასვენება, რომელიც სკოლამ უნდა დაგეგმოს სასწავლო განრიგის გათვალისწინებით. დიდი დასვენება არ უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები და 30 წუთზე მეტი. 

სკოლაში გაკვეთილების ხანგრძლივობის განახლებული პრინციპი ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორცილებული ცვლილებების საფუძველზე დადგინდა.