ვინ არიან ძმები, რომლებმაც გურიაში გამომძიებელი სცემეს

ერთ-ერთი ძმა დანაშაულის ჩადენისას პირობით სასჯელს იხდიდა
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გურიაში 25 წლის და 28 წლის ძმები პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა დღეს ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მოხდა.

კახეთში პოლიციელი დაჭრეს

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დამნაშავეები 10 მაისს ლანჩხუთში თავს დაესხნენ დეტექტივ-გამომძიებელს, რომელიც მათ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა — ბრალდებულებმა რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთში კლინიკა „მედალფას“ ექიმი-ნევროპათოლოგი სცემეს. 

დამნაშავეებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. გამომძიებელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო.

ძმები წარსულში ნასამართლევი არიან. ერთ-ერთი ძმა დანაშაულის ჩადენისას პირობით სასჯელს იხდიდა.

გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, („პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჯგუფურად თავდასხმა“), რაც ითვალისწინებს შვიდიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.