თბილისის ძველი ხიდები ახალ სიცოცხლეს შეიძენს

გარემონტდება თბილისში გასული საუკუნის 50–იან წლებში აშენებული ხიდები
Sputnik

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. თბილისის მერიამ მეტეხისა და გალაკტიონის ხიდების რემონტის დაპროექტებაზე ტენდერი გამოაცხადა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისში საფეხმავლო ლითონის ხიდების რეაბილიტაცია იწყება

მეტეხის ხიდზე საჭიროა წყალმოცილების სისტემის რეაბილიტაცია, ხიდის ჰიდროიზოლაცია თანამედროვე მასალების გამოყენებით, ხიდზე განათების პროექტის მომზადება დამკვეთთან შეთანხმებით და სხვა. გალაკტიონის ხიდზე კი საჭიროა თაღების რემონტი და წყალმოცილების სისტემის გაწმენდა, ასევე არქიტექტურული ელემენტების რემონტი. 

ტენდერის პირობებით, წინადადებების მიღება დაიწყება 18 მაისს და დასრულდება 21 მაისს.

მეტეხის ხიდი მტკვარზე 1951 წელს ააგეს, ხოლო გალაკტიონის ხიდი ვერეს რაიონში – 1952 წელს. 1990 წლამდე მას ელბაქიძის ხიდი ეწოდებოდა, 1990–1999 წლებში – ვერეს ხიდი, ხოლო 1999 წელს მას გალაკტიონის სახელი ეწოდა.