კალაძე: საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა

თბილისის მერმა იმ ქართველთა თავდადებაზე ისაუბრა, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლაში მონაწილეობდნენ
Sputnik

თბილისი, 9 მაისი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის ვაკის პარკში მივიდა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა.

Жители столицы отмечают День Победы 9 мая 2018

ომის ვეტერანები, მათი ახლობლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მოქალაქეები, ტრადიციულად, დილიდან ვაკის პარკში იკრიბებიან, იქვე უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით ამკობენ. ქვეყანაში 9 მაისი ოფიციალურად დასვენების დღეა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა

„მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ ამ გამარჯვებაში მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ იქცა“, — განაცხადა კახა კალაძემ.  

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 224 თბილისში, ხოლო 452 — რაიონებში.

მეორე მსოფლიო ომი1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.