დიდ დიღომში 25 წლამდე ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა

თვითმხილველთა ინფორმაციით, ქალი სახურავზე თავად ავიდა და გადმოხტა
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. დიდ დიღომში ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია. 

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა: გორში სამართალდამცველი გარდაცვლილი იპოვეს

შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა.

როგორც „Sputnik საქართველოს“  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია 25 წლამდე ქალი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი სახურავზე თავად ავიდა და გადმოხტა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა“) დაიწყო.