ქართულ პოლიციას აზერბაიჯანელების შემოტანილი ნარკოტიკი არ გამოეპარა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლას დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გაამკაცრებს
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პუნქტ „კარწახში" ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში.

დაკავებულები აზერბაიჯანის 49 წლის და 36 წლის მოქალაქეები არიან.

პოლიციამ ნარკოტიკების ონლაინ შესყიდვის სქემა გაშიფრა - დაკავებულია ახალგაზრდა ქალ-ვაჟი

სამართალდამცველებმა მათი ავტომობილის დათვალიერებისას სალონში გადამალული 1 400 აბი „სუბოქსინი" აღმოაჩინეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლას დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გაამკაცრებს.

„ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრებები, რომ თითქოს არის მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი" კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი" — არა. ამგვარი მსჯელობა ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.