თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისში პოლიციამ იპოვა 15 წლის თიკო ნიკოლაძე, რომელსაც ოჯახი და ახლობლები მეორე დღე ეძებდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ამის შესახებ ინფორმაციას გოგონას ახლობლები ავრცელებენ.
პირველი არხის ინფორმაციით, გოგონა თავს კარგად გრძნობს.
ახლობლებმა დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართეს და გოგონას პოვნაში დახმარება სთხოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ გოგონა ბოლოს დედამ ნახა, რომელმაც გოგონა სკოლაში ორშაბათ დილით გააცილა. თუმცა, გოგონა სკოლაში არ მისულა.