რამდენი გაირბინა კახეთში მარათონი Wings for Life 2018-ის გამარჯვებულმა

კახეთში მარათონის გამარჯვებულმა 74,7 კილომეტრი გაირბინა და მსოფლიოში მესამე შედეგი აჩვენა.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ალექსანდრ ჩებურკინმა და ნინა ზარინამ კახეთში გამართულ მარათონში Wings for Life 2018 საუკეთესო შედეგები აჩვენეს, აღნიშნულია ორგანიზატორების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ალექსანდრ ჩებურკინმა გაირბინა 74,69 კილომეტრი და საუკეთესო გახდა მამაკაცთა შორის, ასევე მსოფლიოში Wings for Life World Run-ის ყველა მონაწილეს შორის მესამე შედეგი აჩვენა.

ქალთა შორის საუკეთესო იყო ნინა ზარინა, რომელმაც 47,3 კილომეტრი გაირბინა. ამ შედეგით მან მსოფლიოში Wings for Life 2018-ის ყველა მონაწილეს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. საუკეთესო მაჩვენებელი ქალთა შორის ჰქონდა ვერა ნუნიესს გერმანიიდან — 53,7 კმ.

Александр Чебуркин и Нина Зарина - победители марафона Wings for Life в Грузии

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გარბენში საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდათ ირმა ზვერიაშვილსა და მერაბ დუკაშვილს.

მსოფლიო საქველმოქმედო გარბენი Wings for Life World Run უნიკალურია, რადგან მასში არ არის არც ფინიშის ხაზი, არც დროითი შეზღუდვები. არსებობს მხოლოდ ერთი წესი — მორბენალს არ უნდა დაეწიოს სპეციალური „ფინიშ-მანქანა", რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთში გადის და საათში 15-25 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს. მორბენალი, რომელსაც "ფინიშ-მანქანა" დაეწევა, სირბილს წყვეტს და მას სტარტამდე სპეციალური ავტობუსი აბრუნებს.

ეს მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოში კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით ჩატარდა.

თბილისში ტურისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გარბენში მიიღებენ მონაწილეობას

მარათონში მონაწილეობის მიღება 18 წლის ზემოთ ასაკის ყველა მსურველს შეეძლო. მონაწილეობა ფასიანია — 30 ლარი. მარათონზე შეკრებილი თანხა, ტრადიციისამებრ, ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

წელს კახეთში მარათონში მონაწილეობისთვის 7 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, ხოლო მონაწილეობა მიიღო 3 253-მა.

მარათონში ნმონაწილეობდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე, პარასპორტსმენი და Wings for Life-ის კეთილი ნების ელჩი ირმა ხეცურიანი. „ფინიშ-მანქანის" საჭესთან ავტომრბოლელი დათა ჯიქია იჯდა.