ნარკოდანაშაულზე დაკავებულ შვიდ ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულსა და ფონიჭალაში შვიდი ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.

რა კავშირშია ბერა ივანიშვილი კლუბთან Bassiani

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება“), რომელიც ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

უწყება ავრცელებს ინფორმაციას დაკავებული თურქი ნარკორეალიზატორის შესახებ. პოლიცია თურქეთის მოქალაქის დაკავების მიზნით სამი თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებდა. სამართალდამცველებმა დამნაშავე თბილისში დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველი „ექსტაზის" 393 აბი.

სერგეენკო: არანაირი მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის

„ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს 12 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და ოთხი კაფსულა „მეტადონი“.

პოლიციამ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ამოიღო 8 კილოგრამამდე ჰეროინი, ერთ კილოგრამზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება MDMA და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.