თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მარნეულში პირველ კლინიკურ საავადმყოფოში 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).
გარდაცვლილი ქანან ალიევის ოჯახის წევრების მტკიცებით, ახალგაზრდის მდგომარეობას ექიმები ჯანმრთელობისთვის საშიშად არ მიიჩნევდნენ, თუმცა დღეს კლინიკაში მისულებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
რა გახდა 20 წლის ბიჭის სიკვდილის მიზეზი, ახლობლებისთვის უცნობია. მათი განცხადებით, ახალგაზრდას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, რის შემდეგაც ის „ავერსის“ საავადმყოფოში მიიყვანეს.
ალიევები კლინიკის ხელმძღვანელობისგან და მედიკოსებისგან მომხდარის მიზეზების განმარტებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
„კურიერის" გადამღები ჯგუფის დანახვისთანავე, კლინიკის ადმინისტრაციამ კარი ჩაკეტა და შენობაში გარკვეული პერიოდი არავის უშვებდნენ, მათ შორის არც შსს-ს წარმომადგენლებს.
სკანდალი იაშვილის კლინიკის ირგვლივ: ექიმებს ჩვილის მუცელში დოლბანდი დარჩათ >>