ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 მაისს

სამშაბათს თბილისში დღის განმავლობაში 24 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსების ვარაუდით, თბილისში სამშაბათს, 8 მაისს დილიდან უმეტესად მოღრუბლული ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში კი წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი.

მზე 05:49 საათზე ამოვა.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა გამთენიისას დაფიქსირდება — 17 გრადუსი სითბო. დღის განმავლობაში კი ჰაერი პლუს 24 გრადუსამდე გათბება. ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 20:05 საათზე ჩავა.